ახალი ამბები

სოფელ რუისპირში C ჰეპატიტის კვლევის უფასო აქცია გაიმართება

“დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის” ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.
,,C ჰეპატიტი ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადებაა. იგი ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი) განვითარების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. ვირუსი ძირითადად გადაეცემა პარენტარული გზით, ანუ სისხლითა და სისხლის პროდუქტებით, ამიტომ აუცილებელია პრევენციისთვის გამოკვლევების ჩატარება. მიოსახლეობას მოვუწოდებთ, მოვიდნენ, ჩაერთონ აქციაში და შეამოწმონ საკუთარი ჯანმრთელობა”,- განაცხადეს “დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში”.