ახალი ამბები

ლოპოტა სპა რეზორტი 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

განახლებულ ინფრასტრუქტურაში კომპანია 5 მილიონ 400 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. 
კომპანიაში განმარტავენ, რომ კომპლექსი ტურისტებს სასტუმროს დამატებით 100 ნომერს უკვე სთავაზობს, ასევე გახსნილია სრულიად ახალი ღია 1 588 კვ.მ.-იანი აუზი. 
“ლოპოტა სპა რეზორტის” ინფორმაციით, თვის ბოლოს დაგეგმილია ღონისძიების დარბაზის გახსნა, რომელიც 500 ადამიანს დაიტევს.
,,სექტემბერში „ლოპოტა“ დამსვენებლებს 2 685 კვ.მ-ზე განთავსებულ ღვინის საწარმოს და რესტორანს „შატოს“ შესთავაზებს. რაც შეეხება სხვა სახის პროექტებს, „ლოპოტა სპა რეზორტი“ 2018 წლის ბოლოს სტუმრებს 72 ახალი ნომრით, 2 132 კვ.მ-ზე განთავსებული ღონისძიებების დარბაზით და 296 კვ.მ-ზე განლაგებული მიმღებით შეხვდება. მიმდინარე წლის ბოლოსთვის სასტუმრო 586 კვ.მ-ზე განთავსებული დახურული აუზით იქნება წარმოდგენილი. პროექტის ჯამური ღირებულება 5,4 მლნ აშშ დოლარია”,– განაცხადეს კომპანიაში.
2017 წელს საპარტნიორო ფონდმა შპს „ლოპოტასთან“ ხელი მოაწერა პარტნიორთა შეთანხმებას, რომელიც ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს.
,,კომერსანტის” ინფორმაციით, სასტუმრო ასევე ავითარებს საკუთარ მეურნეობას, სადაც ბიო პროდუქტების წარმოებას დაიწყებს.