ახალი ამბები

კახეთში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით TAV Georgia-სთან მოლაპარაკება მიმდინარეობს

კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, TAV Georgia-სთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საუბარი ინვესტორთან გაგრძელდება. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მშენებლობის ლოკაციებად კვლავ თელავში არსებული სასწავლო აეროდრომი, ე.წ აეროპორტი „მიმინო“ და წნორში არსებული ძველი აეროდრომი განიხილება. 
“ცნობილია, რომ „TAV Georgia“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება 2021 წლამდე შესაძლებლობას არ იძლევა თბილისთან ახლოს ამუშავდეს აეროპორტი, რომელიც საერთაშორისო რეისებს მოემსახურება. აეროპორტის მშენებლობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. საჭიროა ყველა საკითხის კონცეპტუალურად შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.