ახალი ამბები

გურჯაანის სკოლის მოსწავლეებისთვის თბილისის ტექნოპარკში საინფორმაციო ტურები მოეწყო

პროექტი, რომელშიც მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა იყო ჩართული, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა. 
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიაში განუცხადეს, მოსწავლეებმა, რომლებიც დაინტერესებულები არიან ტექნოლოგიებით, აქვთ ბიზნესიდეები და არიან მოტივირებულები, დაათვალიერეს ტექნოპარკი. 
,,ახალგაზრდები გაეცნენ იმ პროექტებს და პროგრამებს, რომლებსაც ტექნოპარკი ახორცილებს. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია ინოვაციური ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური დანადგარების და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე. აღსანიაშნავია, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჰაბის მშენებლობა ახლო მომავალში გურჯაანშიც იგეგმება და ის, რაც მოსწავლეებმა საინფორმაციო ტურების ფარგლებში დაათვალიერეს, უკვე ადგილზე, გურჯაანში იქნება თითოეულისთვის ხელმისაწვდომი”, – განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.