ახალი ამბები

“13 მუნიციპალიტეტს ბავშვთა ადრეულ განათლებაში ხარისხის მქონე არცერთი აღმზრდელი არ ჰყავს”

საბავშვო და ბაგა-ბაღების პერსონალის დიდ ნაწილს არ აქვს ან აქვს ისეთი კვალიფიკაცია, რომელიც ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებას არ უკავშირდება. UNICEF-ის განათლების პროგრამების ხელმძღვანელის, მაია ყუფარაძის ინფორმაციით, 57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული მონაცემების თანახმად, აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია. 
“კვლევის მიხედვით, დირექტორთა 50% არ ფლობს ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებულ განათლებას. კვლევამ აჩვენა, რომ 13 მუნიციპალიტეტს არ ჰყავს ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებაში ბაკალავრის ხარისხის მქონე არცერთი აღმზრდელი. მრავალი მუნიციპალიტეტისთვის პრობლემაა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალიზებული დამხმარე პერსონალის ნაკლებობაც”, – აღნიშმნავს მაია ყუფარაძე.