ახალი ამბები

გურჯაანში ხალხური სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

ღონისძიებაში გურჯაანის გარდა, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები და ესტონეთის აკადემიური და ბავშვთა გუნდი მიიღებს მონაწილოებას. 
“საგუნდი და ხალხური სიმღერების საერთაშორისო ფესტივალს საფუძველი ჩაეყარა 2013 წელს, დიდი აკადემიური გუნდი. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები და ესტონეთიდან ჩამოსული 40 კაციანი დელეგაცია. ფესტივალი გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურისა და მუსიკალური სკოლის ინიციატივით ტარდება”, – განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მერის მოადგილემ, ნიკა გეთიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სფესტივალს კუუსალოს მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში კუუსალუს მუნიციპალიტეტსა და გურჯაანის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება.