ახალი ამბები

თელავში ტექნოპარკი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება

როგორც Knews.ge-ს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ განუცხადა, ტექნოპარკი, რომელიც ქალაქის ცენტრში, ერეკლე მეფის ძეგლსა და თელავის ისტორიულ ჭადარს შორის განთავსდება, 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება. 
“პროექტი ორიენტირებულია ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნასა და განვითარებაზე. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე”, – განუცხადა knews.ge-ს ავთანდილ კასრაძემ. 
თელავის ტექნოპარკი შენდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისა სააგენტოს მიერ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებული „საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის“ (GENIE) ფარგლებში.