ახალი ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტს ქალაქის განაშენიანების გეგმა ექნება

გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას მიიღებს გერმანელი არქიტექტორი, პროფესორი და ექსპერტი კრისტიანე ვრაგე, რომელიც მერიის მოწვევით ჩამოვიდა. კრისტიანე ვრაგეს განცხადებით, ერთი თვის განმავლობაში დეტალურად შეისწავლის გურჯაანს და ანალიზის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს, როგორ გამოიყენოს მერიამ თანამედროვემეთოდოლოგიები ქალაქის დაგეგმარების პროცესში. 
„გურჯაანს აქვს თავისებური მდებარეობა და აგრეთვე ისტორიული მნიშვნელობა. ქალაქი ტურიზმის კუთხით შეიძლება იყოს საინტერესო, ასევე ღვინის კულტურითა და წარმოებით. ვფიქრობ, ეს ფაქტორები ისე უნდა გაერთიანდეს, რომ არ დაიკარგოს ინდივიდუალიზმი. მერიას მივცემ რჩევებს, როგორ უნდა მოამზადონ ქალაქის დაგეგმარების გენერალური გეგმა. მთავარია, სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები. მნიშვნელოვანია, გურჯაანი განვითარდეს კურორტის, ტურიზმის კუთხით. ისტორიულად გურჯაანი ისტორიულ და გამაჯანსაღებელ ცენტრად ითვლება, მე ამას დავსახავდი პრიორიტეტად. მე ვნახე კურორტი “ახტალა”, რომლის განვითარება დიდ სიკეთეს მოუტანს გურჯაანს“, – განაცხადა კრისტიანე ვრაგემ.