ახალი ამბები

ლაგოდეხში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებულმა პირმა სოფელ თამარიანში სიდედრს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ, ასევე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გელათში1988 წელს დაბადებული პირი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავა, რომელმაც მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შსს–ს ცნობით, ორივე ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რომელიც ოჯახში ძალადობას გულიხმობს.