ახალი ამბები

კურორტი ახტალა გაიყიდა

ელექტრონული აუქციონი ცოტა ხნის წინ დასრულდა. კურორტის საწყისი ფასი 3 755 000 ლარი იყო. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა ააშენოს, რომლისთვისაც, არანაკლებ, 12 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ცნობისთვის, ახტალა საქართველოში ტალახით ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ, მათ შორის, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.