ახალი ამბები

გურჯაანისა და სლოვაკეთის პოვაჟსკა-ბისტრიცას მერიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დოკუმენტს ხელი, გურჯაანში, მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და პოვაჟსკა-ბისტრიცას რაიონის მერმა კარლოს იანასინმა მოაწერეს. 
“მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და პოვაჟსკა-ბისტრიცის რაიონის მერიას შორის. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ტექნოლოგიური მიმართულებით თანამშრომლობას გულისხობს”, – განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.