ახალი ამბები

ყვარლის ტბაზე ნახევარმარათონი გაიმართება

გარბენში მონაწილეობას მამაკაცები (35 წელს ზემოთ) და ქალბატონები (30 წელს ზემოთ) მიიღებენ. მარათონი, რომელიც 10:00 საათზე დაიწყება, 21 კმ დისტანციაზე გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, ხოლო თანაორგანიზატორი – დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი. 
“ნახევარმარათონში მონაწილეობას მიიღებს 60-მდე ქართველი და უცხოელი მორბენალი. მონაწილეები ფინიშის ხაზთან მიიღებენ ფინიშერის მედალს. საპრიზო ფონდი 6 250 ლარია. გამარჯვებულები 5 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან:
I კატეგორია: მამაკაცები 35-დან 45 წლამდე
II კატეგორია: მამაკაცები 45-დან 55 წლამდე
III კატეგორია: მამაკაცები 55-დან 65 წლამდე
IV კატეგორია: მამაკაცები 65 წლის ზევით
V კატეგორია: ქალები 30 წლის ზევით. 
აბსოლუტური გამარვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით”, – განუცხადეს knews.ge-ს კულტურისა და სპორტის სამინისტროში. 
უწყების ინფორმაციით, დროს დააფიქსირებს ავსტრიული სპორტული თანამედროვე ელექტრონული სისტემა “DATACAPO”. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „კურორტი ყვარლის ტბა“, “m group”, „ჩაი გურიელი“, “OSHEE”, „აისი“ და „კამპა“.