ახალი ამბები

თელავში ყორჩიბაშიშვილების ციხის რეაბილიტაცია იწყება

როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა, ვახტანგ გაგნიძემ განუცხადა, ციხის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით წინა საპროექტო კვლევითი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ბჭის კარმა” დაიწყო. 
“ამჟამად მიმდინარეობს ციხის აზომვითი, ტოპოგრაფიული და გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები, კერძოდ მომზადდა ორი შურფი, რომლის მიზანია ძეგლის საძირკვლისა და კონსტრუქციული მდგომარეობის შესწავლა. აღნიშნული აზომვითი და საპროექტო-კვლევითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, თელავის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს ძეგლის რეაბილიტაციას”, – განუცხადა knews.ge-ს ვახტან გაგნიძემ.