ახალი ამბები

სოფელ ახალსოფელში საზოგადოებრივი ცენტრი შემოდგომაზე გაიხსნება

როგორც knews.ge-ს ყვარლის მერმა განუცხადა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. როსტომ სესიაშვილის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრი ახალსოფელში შემოდგომაზე გაიხსნება. 
“ახალოფლის საზოგადოებრივი ცენტრი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცე. ცენტრში გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე სამოქალაქო ჩართულობის ხელშესაწყობად, ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონცეფციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივი ცენტრის“ მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით”, – განუცხადა knews.ge-ს როსტომ სესიაშვილმა. 
ახალსოფელში საზოგადოებრივი ცენტრი პროექტის ,, ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შენდება, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.