ახალი ამბები

თესაუს სტუდენტი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომების კონკურსის გამარჯვებული გახდა

კონფერენციაში, რომელშიც 15 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, თესაუს სტუდენტის ნაშრომმა – “საფერავში დავარგებულ ყველში შემავალი ზოგიერთი ფენოლური ნაერთები“ მე-3 ადგილი დაიკავა. 
“გიორგი მაისურაძემ კვების მეცნიერების და ტექნოლოგიების სსაერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების კონკურსში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ამ წარმატების საფუძველზე, მაისურაძემ მონაწილეობა სკაიპ-კონფერენციაში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მიიღო. მისმა მოხსენებამ ოდესის კვების ტექნოლოგიების ნაციონალური აკადემიის საკონფერენციო დარბაზში მყოფი ჟიურის წევრებისაგან დადებითი შეფასება მიიღო”, – განუცხადეს knews.ge-ს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, მანანა კევლიშვილმა. 
მისივე ინფორმაციით, გიორგი მაისურაძის კვლევა საუკეთესო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების ელექტრონულ კრებულში გამოქვეყნდა.