ახალი ამბები

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ კონკურსი გამოაცხადა

როგორც knews.ge-ს სიღნაღის სასამართლოში განუცხადეს, აღნიშნულ თანამდებობაზე თანამშრომლის შერჩევის მიზნით ჩატარდება გამარტივებული კონკურსი, რომელიც გულისხმობს შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში პირის 6 თვის ვადით მიღებას. უწყების ინფორმაციით, კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება. 
„კონკური ჩატარდება ორ ეტაპად, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს სასურველია, ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება და სამუშაო გამოცდილება. მოქალაქეთა მომსახურების სპეციალისტის ფუნქციებია სასამართლოში მოსული მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება; მოქალაქეებისათვის რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობის გაცემა; შემოსული მასალების დასკანერება; გზავნილების რეგისტრაცია და გაგზავნა; პირველადი სტატისტიკური მონაცემების დამუშავება; სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა. თანამდებობრივი სარგო 800 ლარია“, – განუცხადეს knews.ge-ს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში. 
სასამართლოს ცნობით, განაცხადების მიღება 15 ივნისს დასრულდება.