ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის სამმართველომ კონკურსი გამოაცხადა

როგორც knews.ge-ს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ პოზიციაზე თანამშრომლის შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განაცხადების გადარჩევას, წერით დავალებასა და გასაუბრებას მოიცავს. უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ აგრარულ მეცნიერებებში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 
„უმაღლესი განათლების გარდა კონკურსის აუცილებელი მოთხოვნაა აგრარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით; კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს: უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით); სარეკომენდაციო წერილი და ინფორმაცია რეკომენდატორ(ებ)ის შესახებ; სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის. თანამდებობრივი სარგო 1300 ლარია“, – განუცხადეს knews.ge-ს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 
უწყების ცნობით, განაცხადების მიღება 16 ივნისს დასრულდება.