ახალი ამბები

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

თვითმხილველების თქმით, საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხუთი მგზავრი კი დაშავდა. დაშავებულები მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს რაიონულ საავდმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.