ახალი ამბები

“ფერმერებს მოვუწოდებთ, გაატარონ ღონისძიებები თხილის ნაცროვანი დაავადების წინააღმდეგ”

როგორც knews.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, პრევენციული ღონისძიებები დაავადების გავრცელების რისკს შეამცირებს და თხილს დაზიანებისგან დაიცავს. 
უწყების ინფორმაციით, თხილის ნაცროვანი დაავადება აზიანებს ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფს. 
“ნაცროვანი დაავადების დროს ფოთოლზე ჩნდება ნაცრისფერი ფიფქი, ყვითლდება და ცვივა. ანალოგიური ფიფქი ჩნდება ყლორტზეც. დაავადებული ნაყოფი იფარება ქეჩისებური ფიფქით.დაავადების შედეგად, მოსავლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია თხილის შეწამვლა ფუნგიციდებით. ქიმიური წამლობისას მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების წესები, ასევე, აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება”, – განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დამატებითი ინფორმაცია იხილონ ბმულზე.