ახალი ამბები

დედოფლისწყაროში სოფელი ზემო მაჩხაანი დაისეტყვა

სტიქიამ დაახლოებით 50 ოჯახს საკარმიდამო ნაკვეთები და ბოსტნები გაუნადგურა. როგორც knews.ge-ს დედოფლისწყაროს ვიცე-მერმა, მალხაზ მერაბიშვილმა განუცხადა, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს. 
“გუშინ საღამოს ძლიერი ქარი იყო ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ ერთეულში. ქარმა ნაწილობრივ დააზიანა ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი და ხე მოგლიჯა. უამინდობას ახლდა სეტყვაც. სოფელ ზემო მაჩხაანში საკარმიდამო ნაკვეთები და ბოსტნები ძლიერმა ქარმა და სეტყვამ დააზიანა. ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ზარალის ოდენობას, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ზიანი უმნიშვნელოა”, – განუცხადა knews.ge-ს მალხაზ მერაბიშვილმა.