ახალი ამბები

კახეთში დაბრუნებულ მიგრანტებს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა

როგორც knews.ge-ს სამინისტროში განუცხადეს, კახეთის რეგიონში, ჯამში, 28 პროექტი დაფინანსდა. 

“არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებულ მიგრანტებს საკუთარი შემოსავალი აქვთ და ქვეყნის დატოვებაზე აღარ ფიქრობენ. 12-წლიანი, არალეგალური, ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ქეთევან მიშიძემ, რეინტეგრაციის პროგრამის დახმარებით, ხის სადურგლოსათვის საჭირო იარაღები შეიძინა და დღეს, მეუღლესთან ერთად, საოჯახო ბიზნესი აქვს. გერმანიიდან დაბრუნებულმა იროდიონ მამუკაშვილმა გრანტის საშუალებით თელავში საოჯახო სასტუმრო გააკეთა. მებოცვრეობის პროექტი დაუფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულ გიორგი მიქელაძეს. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა რუსეთიდან დაბრუნებულ მარიამ კაციაშვილს, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მარწყვის ბაღი აქვს”, – განაცხადას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში.