ახალი ამბები

სიღნაღელმა სპორტსმენმა წოლჭიმში ახალი რეკორდი მოხსნა

შეჯიბრში მონაწილეობა ყველა ასაკობრივი და წონითი კატეგორიების ორმოცდათორმეტმა სპორტსმენმა მიიღო. ტურნირი გუნდურად და პერსონალური შემადგენლობებით მიმდინარეობდა.

“სიღნაღელმა მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, ჯიმი ნანდოშვილმა (83კგ წონითი კატეგორია), 197,5 კგ ასწია, საქართველოს რეკორდი მოხსნა და ახალი რეკორდი დაამყარა. კოეფიციენტის მიხედვით, შეჯიბრის აბსოლუტური ჩემპიონი ჯიმი ნანდოშვილი გახდა, რომელსაც შოთა ბეჟაშვილის სახელობის თასი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა გადასცა. ტურნირში 24 სპორტსმენი ოქროს, 14-ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა, ხოლო გუნდური პირველობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გუნდს ერგო”, – განაცხადეს სიღნაღის მერიაში.