ახალი ამბები

თელავში წვენებისა და დამატკბობლების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. როგორც knews.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, საწარმოს ასაშენებლად შპს „ნატვიტს“ თელავში, სადგურის ქუჩის შესახვევში მდებარე 7662 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები გადაეცა.
“ახალ საწარმოში 100% ნატურალური ყურძნისგან დამზადებული წვენის წარმოებას გეგმავენ, ხოლო ყურძენს ადგილობრივი მოსახლეობისაგან ჩაიბარებენ. ეს ხელს შეუწყობს რთველის პერიოდში მოსახლეობისთვის მუდმივი შემოსავლის გაჩენას”, – განუცხადეს knews.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში. 
უწყების ინფორმაციით, ინვესტიციის მოცულობა 400 ათასამდე ლარია.