ახალი ამბები

სამი ოპოზიციური პარტია საარჩევნო რეფორმის ცვლილებას ითხოვს

პარტიების ლიდერები კახა კუკავა, კონსტანტინე გამსახურდია და გოჩა ჯოჯუა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 
,,მოვითხოვთ, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ: მასში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა არანაკლებ 50%; ამომრჩეველთა იდენტიფიკაცია საარჩევნო უბნებზე განხორციელდება ბიომეტრიული წესით; საარჩევნო ადმინისტრაციას დანიშნავენ პარიტეტის საფუძველზე კვალიფიციური პარტიები; საარჩევნო ფონდის ზედა ზღვარი განისაზღვრება 1 მილიონი ლარით; საჯარო მოსამსახურეებს აეკრძალებათ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა; პარტიებს მიეცემათ საარჩევნო უბანზე მიღებული შედეგების გადათვლის უფლება. გარდა ამისა, ვითხოვთ, შეიცვალოს 2020 წელს პარლამენტის არჩევნების ჩატარების წესი და შერეული (პროპორციულ-მაჟორიტარული) სისტემის ნაცვლად, გამოყენებული იყოს ე.წ გერმანული მოდელი. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები ვგეგმავთ, უახლოეს დღეებში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებთან კონსულტაცია გამართონ, რის შემდეგაც შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და დიპლომატიურ კორპუსთან დაიგეგმება“, – ნათქვამია პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.