ახალი ამბები

წნორში დედის მიერ შვილის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ინფორმაციას ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″ ავრცელებს. საქმე ეხება 6 წლის ბიჭს, რომელიც დედამ სცემა. 
ადგილობრივების თქმით, 32 წლის ხათუნა ქურხულიშვილი შვილებს ფიზიკურად ხშირად უსწორდება. ბოლო შემთხვევა კი ორი დღის წინ მოხდა, ცემის კვალი არასრულწლოვანს ახლაც ეტყობა. 
მუნიციპალიტეტის სოციალური მუშაკი წნორში ბავშვების მდგომარეობის შესასწავლად მხოლოდ მას შემდეგ ჩავიდა, რაც მომხდარის შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო. 
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხათუნა ქურხულიშვილს მკაცრი ზედამხედველობა დაუწესდება. 
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი განმეორდა, შესაძლოა, მცირეწლოვნები მინდობითი აღზრდის პროგრამით ოჯახიდან წამოიყვანონ.