ახალი ამბები

ბადაგონმა ამერიკული ღვინის დისტრიბიუტორთან პარტნიორობა დაიწყო

მისივე თქმით, არსებული პრობლემების მიუხედავად, კომპანიამ მოახერხა და ღვინის რეალიზაცია საგრძნობლად გაზარდა. 
კომპანია “ბადაგონი”, დღესდღეობით, წარმოადგენს უფრო ძლიერ, თვითკმარ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე და ახალი ბაზრების ათვისებაზე. სწორედ წელს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბადაგონის გაყიდვები 25%-ით გაიზარდა“, – განაცხადა გიორგი სალაყაიამ.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ღვინის კომპანია „ბადაგონის“ მიმართ დაწყებული გამოძიება შეწყდა. 
როგორც knews.ge-ს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გამოძიების მიმდიინარეობის დროს დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა. 
კომპანია “ბადაგონში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 7 თებერვალს შევიდა. უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. კერძოდ, გამოძიება კომპანიას დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებოდა. საგამოძიებო სამსახურის შესვლის გამო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენსა და საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მდებარე კომპანია „ბადაგონის“ ღვინის ქარხნებმა მუშაობა შეაჩერეს. 
„ამ სახის დავას განიხილავს საქალაქო სასამართლო. როდესაც ერევა ფინანსური პოლიცია, ეს ნიშნავს, რომ სურთ “ბადაგონის” გაკოტრება. ამ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. ეს არის 2006 წლს ჩატარებული სპეცოპერაციის გამეორება. მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ ამის გამო ბოდიში მოიხადა. 2006 წლის შემდეგ თუ მსგავსი ვანდალური ფაქტი განმეორდებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკური მოტივით გააკეთეს”, – აცხადებდა Knews.ge-სთან საუბრისას კომპანია “ბადაგონის” ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.