ახალი ამბები

სოფელ უდაბნოში მზის ელექტროსადგური აშენდება

 შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი აცხადებს, რომ მზის სადგურის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ და საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონ დოლარამდე იქნება. 
“ეს საპილოტე პროექტი იქნება. აღნიშნული მზის ელექტროსადგურის გამომუშავება სავარაუდოდ, 6.9 მლნ კვტ/სთ-ის ფარგლებში იქნება. პროექტს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის შვილობილი „საქართველოს მზის კომპანია“ განახორციელებს“, – განაცხადა ყაზარაშვილმა.