ახალი ამბები

სოფელ ვეჯინში ფეოდალური ხანის ქვის სამარხი აღმოაჩინეს

როგორც knews.ge-ს მერიის ძეგლთა დაცვის უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, სამუშაოების დროს ტაძრის მიმდებარედ ფეოდალური ხანის ქვის სამარხს მიაკვლიეს. 
“ერთი კვირაა რაც ვეჯინში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. მოიჭრა მიწის ზედა ფენა და გამოჩნდა ძეგლის კონტურები. სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია რიყის ქვითა და ქართული აგურით. ეკლესია ადრეულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება და ყველაზე ძველია სოფელ ვეჯინის ტერიტორიაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ეკლესიის მახლობლად გამოჩნდა ქვის სამარხი, რომელიც ფეოდალური ხანით თარიღდება. ეს სამარხები საქართველში მეოთხე საუკუნიდან შემოდის. ზუსტად ვერ გეტყვით, სპეციალისტები შეისწავლიან თუ არა ამ სამარხს“, – განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა. 
ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი “ქართუ” აფინანსებს.