ახალი ამბები

როგორ უნდა შეეწყოს ხელი რეგიონულ და ადგილობრივ განვითარებას

როგორც knews.ge-ს სამინისტროში განუცხადეს, პროექტის მიზანია თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, ადგილობრივ დონეზე ეკონომიკის განვითარება, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, რომლის მიზანი მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდებაა.
,,პროექტის პირველი ფაზა 2012 წელს დაიწყო და გასულ წელს დასრულდა. მეორე ფაზის ფარგლებში (2018-2021 წწ) დასახული მიზნებია თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, ადგილობრივ დონეზე ეკონომიკის განვითარება, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდების მიზნით, ცენტრალური და ადგილობრივი ინსტიტუტების შესაძლებლობების გაუმჯობესება. ამასთანავე ყურადღება გამახვილდა ტურისტულ პოტენციალსა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობაზე. პროექტის მიზანია, ხელი შეეწყოს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას და მათი შესაძლებლობების ამაღლებას, რომელიც რეგიონებში ეკონომიკისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მეტი ჩართულობის წინაპირობაა. ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინიციატივები, რომლითაც ისარგებლებს ქვეყნის ყველა მოქალაქე“, – განაცხადეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
პროექტი საქართველოში UNDP, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.