ახალი ამბები

სოფელ არხილოსკალოს სივრცითი განვითარების და მიწათსარგებლობის გეგმა ექნება

მემორანდუმის ფარგლებში მერია, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დახმარებით, სოფელ არხილოსკალოს სივრცით-ტერიტორიული განვითარებისა და მიწათსარგებლობის სისტემის გაუმჯობესების გენერალურ გეგმას მოამზადებს. 
,,მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო რეესტრი საპილოტო პროექტის შედეგად არხილოსკალოს ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ სივრცით-ტერიტორიული ინფორმაციას – მიწის ნაკვეთების რუკებს, გეგმებს, მიწის ნაკვეთის კატეგორიებს, არსებულ განაშენიანებას და სხვა მონაცემებს დედოფლისწყაროს მერიას მიაწვდის. მერია კი, თავის მხრივ, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დახმარებით სოფელ არხილოსკალოს სივრცით-ტერიტორიული განვითარებისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას მოამზადებს.”, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი. 
მისივე თქმით, სოფელი არხილოსკალო ერთ-ერთია იმ თორმეტი დასახლებიდან, სადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტს ახორციელებს.