ახალი ამბები

თელავის მერია სკოლების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს იკვლევს

სიახლე ადგილობრივ თვითმმართველობებს მხოლოდ სკოლების ინფრასტრუქტურის განკარგვის უფლებას აძლევთ. 
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოკვლევაზე აქტიურად მუშაობენ. მერის პირველი მოადგილის თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოკვეთილია 8 სკოლა, სადაც დაუყოვნებლივ საჭიროა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება. გიგა თუშიშვილის განმარტებით, მერია სკოლების გადაცემის პროცესის დასრულებას ელოდება, რის შემდეგაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამუშაოები აქტიურად დაიწყება.
,,ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ პრობლემების აღწერა, რაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლებს აქვთ. დაახლოებითი მონახაზი უკვე გვაქვს. თითქმის ყველა სკოლას აქვს გარკვეული პრობლემები მოსაგვარებელი. ამ ეტაპისთვის გამოყოფილი გვაქვს 8 სკოლა, რომელიც გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა შეკეთდეს. ესენია: სოფელ ვარდისუბნის, ქვემო ხოდაშენის, ართანას, კურდღელაურის, ლაფანყურისა და გულგულას სკოლები. სოფლების გარდა, ასევე ქალაქის სკოლებშიც საჭიროა სარემონტო სამუშაოები. სამინისტროებში წერილები უკვე გავაგზავნეთ და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაც გარკვეულ სკოლებზე უკვე მზად გვაქვს. ველოდებით სკოლები გადმოგვეცეს, რათა დავიწყოთ საქმიანობა’’, – განუცხადა knews.ge-ს გიგა თუშიშვილმა.