ახალი ამბები

სოფელ ვაჩნაძიანში ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა ეკალ-ბარდისაგან და ხეებისაგან გაწმინდეს პალატების (სასახალე) მიმდებარე ტერიტორია.
მისი თქმით, ვაჩნაძიანის პალატები (სასახლე) ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი IX საუკუნის ძეგლია, რომლის მსგავსი საქართველოში მცირეა.
,,პალატები ორ-სართულიანი გრანდიოზული ნაგებობაა, რომლის სიგრძე 30 მეტრია, სიგანე კი -15 მ. პალატებია ნაშენია რიყის ქვებითა და კვადრატული აგურით კირის ხსნარზე. სასახლის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებოდა, ხოლო მეორე სართული იყო სტუმართა მისაღები. გადმოცემით, პალატებში ყოფილა სასულიერო აკადემია, რომლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს სწავლის გასაგრძელებლად აგზავნიდნენ ათონის ივერთა მონასტერში. იგი არის მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი, რომელსაც ბევრი ადამიანი სტუმრობს. მის მახლობლად არის წმინდა მარინეს ტაძარი, რომელსაც მეცნიერები მიიჩნევენ სასახლის კარის ეკლესიად”,- განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.