ახალი ამბები

სოფელ ფშაველში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თვითმხილველების თქმით, გვიან ღამით საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 70 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ავარიის დროს დაშავებულ ერთ პირს სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზე ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.