ახალი ამბები

სოფლის სკოლებში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები გაიხსნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, გაკვეთილების დასრულების შემდეგ სოფლის სკოლები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ღია იქნება. 
„ჩვენ მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება. სოფლის სკოლები უნდა გახდეს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები. კერძოდ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ სკოლები იქნება ღია მთელი სოფლის მოსახლეობისთვის, სადაც მათ შეეძლებათ გააგრძელონ განათლება თუ ამის სურვილი გააჩნიათ. ისწავლონ, გაიღრმავონ ცოდნა. აქ იქნება მრავალი კულტურული ღონისძიება. ეს სერიოზულ შედეგს მოგვიტანს. მთელი სოფლის მოსახლეობა ჩართული იქნება იმ სოფელში მდებარე სკოლის ცხვორებაში. ამ გზით მიიღწევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების მიღების უწყვეტობა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.