ახალი ამბები

ახმეტაში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა ისევ მართვით სუნთქვაზეა

ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭუნიაშვილმა განუცხადა, მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა და მას რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება მკურნალობა. 
„19 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მძიმეა. მას მუცლის ღრუში ჩაუტარდა ოპერაცია. ის მართვით სუნთქვაზე რჩება. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განუცხადა knews.ge-ს ხათუნა ჭუნიაშვილმა. 
ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტაში 1 მაისს გვიან ღამე მოხდა. არსებული ინფორმაციით, “მიცუბიშის” მარკის ავტომანქანის მძღოლმა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ავარიის შედეგად სამი მგზავრი, მათ შორის 19 წლის მამაკაცი, დაშავდა. ორ მათგანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. 19 წლის წლის ახალგაზრდას კი თავდაპირველად ოპერაცია ახმეტის საავადმყოფოში ჩაუტარდა, თუმცა მოგვიანებით საჭირო გახდა მისი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა.