ახალი ამბები

გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელად სალომე ბოგვერაძე დაინიშნა

გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა გაერთიანების თანამშრომლებს ორგანიზაციის ახალი დირექტორი, სალომე ბოგვერაძე წარუდგინა. იგი ,,თიბისი,, ბანკის გურჯაანის ფილიალში მუშაობდა. სალომე ბოგვერაძის განცხადებით, ის უკვე გაეცნო თანამშრომლებსა და მათ უფლება -მოვალეობებს და სამომავლოდ გურჯაანის მუზეუმების პოპულარიზაციას გეგმავს.