ახალი ამბები

სიღნაღში საბიბლიოთეკო კვირეული გაიმართება

ღონისძიებები საქალაქო ბიბლიოთეკაში ჩატარდება კვირეული 5 მაისს დაიწყება და 12 მაისამდე გაგრძელება.
როგორც Knews.ge-ს სიღნაღის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალიტეტის ყველა ბიბლიოთეკაში, ერთი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობა გაიმართება.
,,7 მაისს, 13:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა პროფესორ გია მჭედლიშვილთან, 8 მაისს, 13:00 სთ-ზე, დაგეგმილია შეხვედრა პოეტ ზინაიდა კოჭლამაზაშვილთან და მისი წიგნის პრეზენტაცია; 10 მაისს, 13:00 სთ-ზე, საბიბლიოთეკო დარბაზში ბავშვთა ნახატების გამოფენა გაიმართება, 11 მაისს რეპრესირებული პოეტის, შალვა მჭედლიშვილის შესახებ ღონისძიება ე.წ „ბულვარის ბაღში“ ჩატარდება. კვირეული დაიხურება 12 მაისს საქველმოქმედო აქციით, რომლის ფარგლებშიც მკითხველები საქალაქო ბიბლიოთეკას საკუთარ წიგნებს გადასცემენ”,- განუცხადეს knews.ge-ს სიღნაღის მერიაში.