ახალი ამბები

ლაგოდეხში ბაიკ ვიქენდი გაიმართება

ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და სტარტს აჭარიდან აიღებს. 
“ბაიკ ვიქენდის” ორგანიზატორის, დავით გოგოლაძის განცხადებით, ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მოტო კულტურის განვითარებას, მოიზიდოს მოტო ტურისტები როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე დასავლეთ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან, განავითაროს ჯანსაღი მიდგომა ამ კულტურისა და სპორტის მიმართ, აამაღლოს უსაფრთხოების გრძნობა დამწყებ რაიდერებსა და მანქანის მძღოლებში.
,,ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში არსებული მოტო დილერები და მაღაზიები, მოტო აქსესუარების მაღაზიები, მოტო კლუბები სხვადასხვა ქალაქიდან და ქვეყნიდან. გარდა ამისა, გაიმართება მეგობრული შეჯიბრებები და თამაშები, ხელნაკეთი ნივთების და ბაიკერული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.
ჩვენი მიზანია მივცეთ მოტო ფესტივალებს სისტემატიური სახე, გავხადოთ უფრო მრავალფეროვანი და ვაქციოთ მნიშვნელოვან ღონისძიებად. გვსურს, ტურისტულ ღონისძიებებზე უცხოელი სტუმრები ხშირად ჩამოვიდნენ საქართველოში”, – განუცხადა რადიო “ჰერეთს” დავით გოგოლაძემ.
პრექტის საინფორმაციო მხარდამჭერია რადიოები “ჰერეთი FM 102.8” და “თბილისი FM 93.5”.