ახალი ამბები

თელავში 4 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 როგორც knews.ge-ს თელავის მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ ქუჩებზე ამ დროისთვის ასფალტის საფარს აგებენ.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე განხორციელდა.
,,თელავის იმ უბნებში, სადაც უკვე მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი და განხორციელდა გამრიცხველიანება, მიმდინარეობს ქუჩების რეაბილიტაცია. კერძოდ, დაწყებულია პეტრე ბაგრატიონის, რევაზ ლაღიძის, დავით გურამიშვილისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები”,- განუცხადეს knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მერიის ცნობით, აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციისათვის 800 000 ლარი დაიხარჯება.