ახალი ამბები

კახეთში 185 სასტუმრო და ჰოსტელია დარეგისტრირებული

უწყების ინფორმაციით, ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და აუცილებელია რეგიონებში განთავსების ადგილები საკმარისი იყოს. 
,,საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ეს ფაქტი საქართველოში არსებული სასტუმროებისა და ჰოსტელების რაოდენობაზეც აისახება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სასტუმროების დიდი რაოდენობა საკმარისი არ არის ტურისტებისათვის, რადგან საჭიროა საწოლი ადგილების დამატება. ამ დროისთვის 1966 სასტუმროა დარეგისტრირებული. ამ დროისათვის საქართველოში სულ 27 480 ოთახი და 66 444 საწოლი ადგილია. უახლოეს მომავალში იგეგმება საწოლი ადგილების დამატება”,- განუცხადეს Knews.ge-ს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში.