ახალი ამბები

სოფელ ნუკრიანში შვილზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

მეზობლების ინფორმაციით, მამამ 25 წლის ქალს კისრის მალები მოტეხა. მათივე მტკიცებით, გოგონა მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა. დაშავებული ჯერ წნორის არქიმედეს კლინიკაში, მოგვიანებით კი კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
,,ახალგაზრდა ქალს კისრის მალების მოტეხილობები აღენიშნებოდა და სასწრაფოდ საჭიროებდა ნეიროქირურგის ჩარევას, ამიტომ კატასტროფის ცენტრი გამოვიძახეთ და თბილისში გადაიყვანეს”, – განაცხადა “არქიმედეს” ხელმძღვანელმა, ოთარ რუაძემ.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 126-ე პრიმა მუხლით, რომელიც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.