ახალი ამბები

დღეს პანკისში აქცია გაიმართება

როგორც knews.ge-ს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, აქციაზე ადგილობრივები ხელისუფლებას გარკვეულ მოთხოვნებს წაუყენებენ. 
“ხეობის მოსახლეობის ორგანიზებით, პარასკევს, ლოცვის შემდეგ შევიკრიბებით. როგორც ვიცი, მთელი ხეობა აპირებს გამოსვლას და პროტესტის გამოხატვას. მათ თავიანთი მოთხოვნები აქვთ. კარგად იციან, რომ გამოსაძიებელიც არაფერია და პროკურატურა დროს წელავს. ამიტომ თბილისში ჩასვლამდე აქ შევიკრიბებით და მოვითხოვთ სპეცოპერაციის დამგეგმავი და მონაწილე პირების დასჯას. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ ჩვენს ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს და თემირლანი უდანაშაულოდ ცნონ. არის სხვა საკითხებიც, რომლებზეც პარასკევს ვისაუბრებთ”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.