ახალი ამბები

მექა ხანგოშვილი – მოვითხოვთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გამიჯნონ ტერორიზმისგან

მექა ხანგოშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ, ჯერჯერობით, ვერანაირი შედეგი ვერ დადო.
“როგორც მამამისი საუბრობდა, მისთვის დღეს ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი: რა თქმა უნდა, შვილის სიკვდილი, მაგრამ მისი დადანაშაულება ტერორიზმში, ასევე არანაკლებ დიდი ტრაგედიაა ამ ოჯახისთვის. ჩვენ ძალიან გვინდა,რომ სახელმწიფომ ცალსახად გამიჯნოს პანკისის ხეობის მცხოვრებლები და ასე ვთქვათ, ტერორიზმში დადანაშაულებული ადამიანები ტერორიზმისგან. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ასევე თავიანთი გამამართლებელი შედეგი კი არ დადონ, არამედ დადონ რეალური შედეგი, ის რაც, ნამდვილად მოხდა”,- განაცხადა ხანგოშვილმა.
სასტუმრო “რედიოსონში” არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი სამუშაო შეხვედრას მართავს თემაზე: ” პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის სოციალური და ემოციური გავლენები ადგილობრივ ქისტ თემზე”. შეხვედრას თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, პანკისი ხეობის წარმომადგენლები და უხუცესთა საბჭოს წევრები ესწრებიან.