ახალი ამბები

კახეთის გუბერნიამ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

როგორც knews.ge-ს გუბერნატორის აპარატის უფროსმა განუცხადა, ვაკანტურია მდივან-რეფერენტისა და სამეურნეო საკითხებში სპეციალისტის თანამდებობები. ნინო უტიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომელბის შესარჩევად გამარტივებული კონკურსი ჩატარდება, რომელიც გულისხმობს განაცხადების გადარჩევას და გასაუბრებას. 
„აღნიშნული თანამდებობის დაკავების მსურველებს უნდა ჰქონდეთ სრული ზოგადი განათლება. მდივან რეფერენტის თანამდებობაზე დამატებითი მოთხოვნაა საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში 1 წლის სამუშაო გამოცდილება, ხოლო სამეურნეო საკითხებში სპეციალისტის პოზიციაზე კი – სამეურნეო სფეროში 1 წლის სამუშაო გამოცდილება და მართვის მოწმობის (B კატეგორია) ფლობა“, – განუცხადა knews.ge-ს ნინო უტიაშვილმა. 
მისივე თქმით, აღნიშნულ თანამდებობებზე თანამდებობრივი სარგოები 400 და 650 ლარია. განაცხადების მიღება 12 აპრილს დასრულდება.