ახალი ამბები

წინანდალში წარმოებული ვისკი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

ბიზნეს დაჯილდოვება შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციიისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (NBR-UNION) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა. ვისკი „ჯიმშერი“ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში იწარმოება. კომპანია აწარმოებს სამი სახეობის ქართულ ვისკის: ტრადიციული საფერავის კასრში ნამყოფს; წინანდლისა და ქართული ბრენდის კასრში დავარგებულს.
,,გვჯერა, რომ სწორი მუშაობის შედეგად, რამდენიმე წელში Jimsher ცნობილი სავაჭრო მარკა გახდება და მაღალი ხარისხით მიღწეული რეპუტაციით ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო ბაზარზე”, – განაცხადა knews.ge-სთან „ჯიმშერის” დამფუძნებელმა ბიზნესმენმა ჯიმშერ ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით, ქართული ვისკის პირველი ექსპორტი ჩინეთში განხორციელდა, შემდეგ კი პოლონეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და ბალტიისპირა ქვეყნებში გაიყიდა.