ახალი ამბები

ახმეტაში მეფუტკრეობის საწარმომ ,,თაფლიკაცი” წარმოება გააფართოვა

როგორც პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ knews.ge-ს განუცხადა, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ მეფუტკრეობის საწარმოში 25 000 სკის ჩარჩოს, 28 000 ცალ ფიჭას და 6 ტონა თაფლს აწარმოებენ.

,, „შპს თაფლიკაცი“ „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა, სადაც 8 ადამიანია დასაქმებული. საწარმოში 60 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 30 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტს შეადგენს, ხოლო 30 000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა. „ერთიანი აგროპროექტი“ გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.”, – განაცხადა დოლიძემ

ამ ეტაპზე, საწარმო ,,თაფლიკაცის” პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე.