ახალი ამბები

აგროსექტორში დასაქმებულთა სტატუსის განსაზღვრის მიზნით კანონპროექტი მუშავდება

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირინა ფხოველიშვილის განცხადებით, ფერმერული მეურნეობის, ფერმერისა და აგროსექტორის ინვესტორის სტატუსის განსაზღვრის მიზნით დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს წარედგინება. მისივე ინფორმაციით, კანონპროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის საფუძველზე შემუშავდა. 

,,კონცეფცია, რომელიც წარდგენილი გვქონდა აგრარულ კომიტეტში, ვაქციეთ კანონპროექტად, რადგან ამ სტატუსების არარსებობა, იწვევს ფერმერების გაურკვეველ სიტუაცუაში ჩაგდებას,’’– განუცხადა Knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.

შეხვედრა ჩატარდა „დემოკრატიის განვითარების ფონდის“ (NED) მხარდაჭერილი/დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.