ახალი ამბები

სასტუმრო რედისონი სოფელ წინანდალში სექტემბერში გაიხსნება

როგორც knews.ge-ს ,,სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ალექსანდრე თოფურიამგანუცხადა, სამშენებლო სამუშაოები ახლო მომავალში დასრულდება. 
,,5 ვარსკვლავიანი ,,რადისონ ბლუ წინანდალი“, კახეთის რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება, რომელსაც ,,სილქ როუდ ჯგუფი“ საპარტნიორო ფონდთან ერთად აშენებს. 120 ნომრიანი სასტუმრო სოფელ წინანდალიში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმისა და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება და მასში 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება”,- განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე თოფურიამ.