ახალი ამბები

საკონკურსო კომისიამ გურჯაანის სამ სოფელში მერის წარმომადგენელი ვერ შეარჩია

როგორც Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრმა, მაია ლალიაშვილმა განუცხადა, ჩალაუბნის, ნანიანისა და ჩუმლაყის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე ვაკანსია თავიდან გამოცხადდება.
„24 ადმინისტრაციულ ერთეულშიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის 21 წარმომადგენელი შეირჩა, რომლებიც წარედგინა მერს. აჩილ ხანდამაშვლმა 14 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მათი დანიშვნის შესახებ. კანონის მიხედვით, შესაძლოა მერმა უარიც თქვას მატ დანიშვნაზე. კანდიდატები შეირჩნენ ქულების მიხედვით. სამ ადმინისტრაციულ ერთეულში – ჩალაუბანში, ნანიანსა და ჩუმლაყიში შესაბამისი ქულა ვერ მიიღო ვერცერთმა კანდიდადიტმა, რომელიც შემდეგში შეიძლებოდა შეგვერჩია“, – განუცხადა knews.ge-ს მაია ლალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 24 ადმინისტრაციულ ერთეულში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 83 პრედენდენტი მონაწილეობდა, საიდანაც28 არ გამოცხადდა. 55-დან 21-მა კონკურსანტმა დადებითი, 34-მა კი უარყოფითი შეფასება მიიღო.