ახალი ამბები

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება

როგორც knews.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, რუსუდან ელიზბარაშვილიმა განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება. მისივე ინფორმაციით, გზის სიგრძე 16 კილომეტრი იქნება და გვერდს აუვლის ქალაქ წნორს და სოფლებს სოფლებს ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარსა და საქობოს.
„ამ ეტაპზე განვიხილვათ სამუშაოების მიმდინარეობის დროს და მას შემდეგ მოსალოდნელი ატმოსფეროს, ნიადაგის და წყლის დაბინძურების საკითხებს და იმ ფაქტორებს, რომელმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს სოფლებზე, ადგილობრივებზე და მიმდებარე სოფლების გარემოზე. ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი 1980-იანი წლების ბოლოს მომზადდა და ნაწილობრივ განხორციელდა, თუმცა არსებული გზა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.“, – განუცხადა knews.ge-ს რუსუდან ელიზბარაშვილმა.
საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. აღნიშნული საგზაო მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია. 2018-2020 წლებისთვის კახეთის რეგიონში 200 კმ-მდე გზის მოდერნიზება იგეგმება.